Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბჟანია და ბიბილოვი "დამაჯერებელ გამარჯვებას" ულოცავენ ბაშარ ასადს


საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებმა, ასლან ბჟანიამ და ანატოლი ბიბილოვმა ბაშარ ასადს მიულოცეს საპრეზიდენტო არჩევნებში „დამაჯერებელი გამარჯვება“.

ბჟანია ასადს წერს, რომ არჩევნების შედეგები ადასტურებს სირიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მისი პოლიტიკისადმი ხალხის დიდ მხარდაჭერას, და რომ ასადი აფხაზეთში ყოველთვის სასურველი სტუმარია.

დაახლოებით ასეთი შინაარსისაა ბიბილოვის მისალოცი წერილიც, რომელშიც ნათქვამია, რომ ასადის გამარჯვებამ აჩვენა ქვეყნის წინაშე მისი დამსახურების და ხალხის ნდობის საზოგადოებრივი აღიარება.

რუსეთის მოკავშირე სირიის რეჟიმმა საქართველოს ორი რეგიონის - ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ 2018 წლის მაისში აღიარა.

სირიაში 26 მაისს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ბაშარ ასადის გარდა, ორი კანდიდატი მონაწილეობდა. 27 მაისს, ასადი გამარჯვებულად გამოაცხადეს ხმების 95.1%-ით. ასადის რეჟიმი სირიის სათავეში რჩება ზედიზედ მეოთხე ვადით.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, სამოქალაქო ომის პერიოდში, ასადის რეჟიმი სასტიკად გაუსწორდა ოპოზიციის უამრავ აქტივისტს. ქვეყნიდან დევნილია რამდენიმე მილიონი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG