Accessibility links

site logo site logo

გიორგი გახარიას პარტიის შექმნას მოქალაქეთა ნაწილი აპროტესტებს


ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ახალი პარტიის შექმნას აქტივისტების ნაწილი აპროტესტებს. "მოძრაობა საქართველოსთვის" და "შეცვალეს" წევრი რამდენიმე ადამიანი ახლა თბილისში "ექსპო ჯორჯიას" ერთ-ერთ პავილიონთან არიან შეკრებილები, სადაც ყრილობა უნდა გაიმართოს.

"ჩვენ ვართ საქართველოსთვის", "გახარია კიდევ უმასპინძლებს გავრილოვს" - ეს არის აქციის მონაწილეების ბანერების წარწერები.

აქციაზე ისმის შეძახილები "მონა", საბჭოთა კავშირის ჰიმნი და 20 ივნისის ღამეს გადაღებული ვიდეოჩანაწერების ხმა. სწორედ მაშინ, როცა აქციის დაშლის დროს რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა, გიორგი გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი.

რამდენიმე საათის წინ, გუშინ გახდა ცნობილი, რომ დღეს გიორგი გახარია პარტიას დააფუძნებდა და ყრილობა გაიმართებოდა. კონკრეტულად ვინ იქნებიან პარტიის წევრები, უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG