Accessibility links

site logo site logo

ნაღმის აფეთქების შედეგად ჰერათის პროვინციაში ექვსი ავღანელი სამხედრო პირი დაიღუპა


ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ექვსი წევრი დაიღუპა ავღანეთის დასავლეთ ჰერათის პროვინციაში, ირანთან დამაკავშირებელი მშენებარე სარკინიგზო ხაზის მახლობლად, გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად.

ჰერათის პროვინციის ხელმძღვანელის, ვაჰიდ ქატალის ცნობით, დაღუპულები სწორედ რკინიგზის მშენებარე მონაკვეთს იცავდნენ.

ავღანეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ავღანეთისა და ირანის დამაკავშირებელ 225 კილომეტრის სიგრძის რკინიგზის ხაზის მონაკვეთზე მომხდარი აფეთქება, რომელზეც პასუხისმგებლობა არავის აუღია.

სარკინიგზო ხაზის პირველი სამი სექცია, რომლის სიგრძე 140 კილომეტრს უდრის, საზეიმოდ გაიხსნა 2020 წლის დეკემბერში, როდესაც საცდელად მასზე 500 ტონა ცემენტით დატვირთულმა სატვირთო მატარებელმა გაიარა. ავღანეთის ტერიტორიაზე გრძელდება რკინიგზის დარჩენილი 43 კილომეტრის მშენებლობა, რომელიც 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს.

მშენებლობას აწარმოებენ ირანული და ავღანური კომპანიები.

ირანი გეგმავს, რომ გააფართოოს თავის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის მონაკვეთი, სამხრეთ საზღვაო პორტ ჩეჰბეჰარამდე, რაც ავღანეთს მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გააძლიეროს სავაჭრო მიმოსვლა ცენტრალურ აზიასთან, რუსეთთან, თურქეთთან და, ასევე, ევროპასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG