Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკრძალეს მარინა ჯანაშია


მსახიობი მარინა ჯანაშია რუსთაველის ეროვნული თეატრიდან გამოასვენეს და მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. ქართული თეატრის და კინოს მსახიობი მარინა ჯანაშია 27 მაისს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას რუსთაველის, მარჯანიშვილის და სხვა ქართულ თეატრებში ათეულობით როლი აქვს შესრულებული, მათ შორის, შექსპირის, მოლიერის, მიხეილ ჯავახიშვილის და თანამედროვე ქართველი დრამატურგების ნაწარმოებების მიხედვით შექმნილ სპექტაკლებში. მარინა ჯანაშიამ კინოში ბოლო როლი 2013 წელს შეასრულა, ნანა ექვთიმიშვილის ფილმში „გრძელი ნათელი დღეები“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG