Accessibility links

site logo site logo

მიტროპოლიტმა სტეფანემ სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა იღუმენი დანიელ გვილავა


მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტაფანემ იღუმენი დანიელ გვილავა განკვეთა და მღვდლის ხარისხი ჩამოართვა, რადგან ის, „მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგი ქმედებებს“. თავად მამა დანიელ გვილავა კი აცხადებს, რომ არ აღიარებს სტეფანეს ეპისკოპოსად, იცხოვრებს მონასტერში და გააგრძელებს ბერულ ცხოვრებას.

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება და დაძაბულობა უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.

ეპისკოპოსმა სტეფანემ, მას შემდეგ, რაც ჭყონდიდის მღვდელმთავარი გახდა, სასჯელი 20-მდე სასულიერო პირს დააკისრა. 29 მარტის განკარგულებით, მან მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, დედა სოსანა (ბოლქვაძე) გაათავისუფლა წინამძღვრობიდან. მას ჩამოერთვა ზიარების უფლებაც.

დაპირისპირებული სასულიერო პირები ეპისკოპოსს მეუფე პეტრეს მიმართ ცილისწამებაში ადანაშაულებდნენ და მოითხოვდნენ დაემტკიცებინა, რომ პეტრე ცაავას შვილი ჰყავს.

საპატრიარქო მიტროპოლიტ სტეფანეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG