Accessibility links

site logo site logo

ტაილანდში მოულოდნელად გარდაიცვალა უკრაინის ელჩი


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ტაილანდში 30 მაისს მოულოდნელად გარდაიცვალა უკრაინის ელჩი, 45 წლის, ანდრეი ბეშტა.

დიპლომატის გარდაცვალება დაადასტურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომლისთვისაც უცნობია მისი თანამშრომლის სიკვდილის მიზეზი. ტაილანდის პოლიციას უკვე მისცა ჩვენება ანდრეი ბეშტას შვილმა, რომლის თქმითაც, მამას დილით დაიწყო ღებინება კუნძულ კო ლიპეზე მდებარე სასტუმროში, სადაც ისინი იყვნენ გაჩერებული.
მიცვალებულის ცხედარს ამჟამად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავის ტიტერში ანდრეი ბეშტას უწოდა „კეთილი ადამიანი და მაღალპროფესიონალი დიპლომატი“.

ანდრეი ბეშტა ტაილანდში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან მიმდინარე წლის აპრილში გაათავისუფლეს.

2017 წლიდან ის ელჩის მოვალეობას შეთავსებით ასევე ლაოსსა და მიანმარში (ყოფილი ბირმა) ასრულებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG