Accessibility links

site logo site logo

სოფელ გუმათში კვლავ დაძაბული ვითარებაა


სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული, კვირა საღამოს დაძაბული ვითარება შეიქმნა. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რკინის ჯებირებს ხელებს ურტყამენ და ამ ფორმით პროტესტს გამოხატავენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

როგორც ადგილზე მყოფები აცხადებენ, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა ნაწილმა ნამახვანისკენ წასვლა ტყის ბილიკებით სცადა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

„ნამახვანჰესის“ აშენების წინააღმდეგ მებრძოლმა აქტივისტებმა 30 მაისს კიდევ ერთი გზა გადაკეტეს, რომელიც სამშენებლო ობიექტთან მიდის. აქტივისტთა ერთ-ერთმა ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ კომპანია „ენკა“ ბოლო დღეებში სოფელ სორმონთან მდებარე გზით მიდიოდა სამშენებლო ობიექტებთან. „მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ აქაურმა მცხოვრებლებმა გამოთქვეს სურვილი იმისა, რომ თვითონ მიიღებდნენ გზის ამ ნაწილის დაკეტვაში მონაწილეობას“, – განაცხადა გოლეთიანმა.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადაინაცვლა. 26 მაისს კი ისინი კვლავ რიონის ხეობაში დაბრუნდნენ. მათი მოთხოვნაა „ნამახვანჰესის“ პროექტის სრულად შეჩერება და მორატორიუმის გამოცხადება. ამ ეტაპზე ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები კვლავაც მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG