Accessibility links

site logo site logo

საქართველოში იკვლევენ სამხრეთაფრიკული შტამის შესაძლო შემთხვევას


„გიდასტურებთ, რომ სამხრეთაფრიკული შტამის ერთ-ერთ საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს დაკვირვება ჩვენთან“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიის წარმომადგენლებთან.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიმდინარეობს ამ საეჭვო შემთხვევის გენეტიკური ანალიზი, ანუ ნიმუშის სეკვენირება და ალბათ ამ დღეებში გვექნება პასუხი და გავაჟღერებთ. თუ დადებითი აღმოჩნდა, ვიტყვით, რომ დიახ, სამხრეთაფრიკული შტამიც გვაქვს“, - ამბობს ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, ეს შტამი არ არის კლინიკურად უფრო მძიმე და შედარებით ნაკლებადაც არის გავრცელებული.

„დღეს ევროპაში პრევალირებს ძირითადად ბრიტანული შტამი და ბრიტანულმა შტამმა ევროპაში კლასიკური შტამი თითქმის ჩაანაცვლა. მისი ერთ-ერთი თვისება გახლავთ ის, რომ შედარებით ადვილად ვრცელდება, განსაკუთრებით ბავშვთა და ახალგაზრდა ასაკში“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ბრიტანული შტამი და დაფიქსირებულია ე.წ. ინდური შტამის 5 შემთხვევა, საერთო ჯამში კი დადასტურებულია კორონავირუსის 343 963 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 327 618, გარდაცვლილია 4 773 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG