Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში? - თბილისში აქცია გაიმართა


სამოქალაქო აქტივისტების ერთმა ჯგუფმა, თბილისში რამდენიმე ადგილას გამოფინა ბანერი წარწერით „რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში“.

ფეისბუკის პირად გვერდზე აქცის გაშუქებისას სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ თქვა, რომ ეს არის ერთადერთი შეკითხვა „რომელზეც პასუხი უნდა გაგვცეს საქართველოს სახელმწიფომ“.

აქციის მონაწილეებმა ბანერი გადმოფინეს მშვიდობის ხიდზე, ასევე საპატრიარქოსთან და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან.

„საპატრიარქოსთან მოვედით სიმბოლურად, ვინაიდან დამწყვდეული ჰყავთ ბავშვები და გამტაცებელს არასდროს ეკითხებიან - რა ხდება შენთან, ეს არის სახელმწიფოსთან შეკითხვა, სიმბოლურად ეს ბანერი გავშალეთ საპატრიარქოსთანაც“, - განაცხადა ნატა ფერაძემ.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლას რამდენიმე თვეა უშედეგოდ ითხოვს სახალხო დამცველი. პანსიონი მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის ქვეშ არის და ომბუდსმენს უფლებამოსილების შესრულების საშუალებას სასულიერო პირები არ აძლევენ.

ასევე ნახეთ: ისევ არ შეუშვეს - იქნება აქცია ნინოწმინდის პანსიონთან?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG