Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონი დააჩქარებს ავღანელი თარჯიმნების ბრიტანეთში გადაყვანის პროცესს


ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ ავღანეთიდან აშშ-ის და ნატოს ძალების გამოსვლამდე დააჩქარებს იმ ავღანელი თანამშრომლების საცხოვრებლად გადაყვანის პროცესს, რომლებიც სამხედროებსა და მათ ოჯახებთან მუშაობდნენ.

1,400-ზე მეტი ავღანელი, ძირითადად თარჯიმნები და მათი ოჯახის წევრები, უკვე გადაყვანილია ბრიტანეთში. მთავრობის განცხადებით, იგეგმება კიდევ 3,000-ზე მეტი პირის გადაყვანა, პროგრამით, რომელიც აფართოებს საამისო კრიტერიუმს და აჩქარებს ავღანელი თანამშრომლების და მათი ოჯახების ბრიტანეთში გადაყვანის პროცესს.

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრიტი პატელმა 31 მაისს განაცხადა, რომ მთავრობას ეკისრება "მორალური პასუხისმგებლობა" თანამშრომლების ბრიტანეთში გადაყვანასა და იმ საფრთხეების აღიარებაზე, "რომლებიც მათ ემუქრებოდა ტერორიზმთან ბრძოლაში".

"მოხარული ვარ, რომ ამას სრულად ვასრულებთ, მათ და მათ ოჯახებს ვაძლევთ საშუალებას, ამ ქვეყანაში ახალი ცხოვრება დაიწყონ", - თქვა პატელმა.

თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის თქმით, "ერთადერთი სწორი რამაა" იმ ადამიანების ბრიტანეთში გადაყვანის დაჩქარება, რომლებსაც ავღანეთში თალიბანისგან და სხვა ექსტრემისტებისგან საფრთხე ელით. "დასავლეთის ძალების გასვლასთან ერთად იზრდება საფრთხე, მათ შორის, თალიბანის მიერ მიზანმიმართული თავდასხმების საშიშროება", - თქვა მან.

XS
SM
MD
LG