Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში 230-ს გადააჭარბა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაადასტურა. მისივე ინფორმაციით, გუდაუთის და სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული კიდევ 3 პაციენტი.

გასული წლის აპრილიდან აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 15 331 შემთხვევა, მათგან 14 693 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 233 ადამიანი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG