Accessibility links

site logo site logo

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწყებს თურქეთში ვიზიტს


დღეს იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში. ანკარაში გაიმართება ირაკლი ღარიბაშვილის და პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის პირისპირ შეხვედრა, რომელიც საქართველოს და თურქეთის სამთავრობო დელეგაციების გაფართოებული შეხვედრით გაგრძელდება.

საქართველოს დელეგაციაში არიან საგარეო საქმეთა, ეკონომიკის და გარმოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრები და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, ანკარაში შეხვედრების დროს განიხილება ორი ქვეყნის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები. ელჩის განცხადებით, თურქეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG