Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსის სამხრეთაფრიკული შტამი დაფიქსირდა


საქართველოში კორონავირუსის სამხრეთაფრიკული შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია დაადასტურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

"საქართველოს მოქალაქეა მოგზაურობის ისტორიით დუბაიში. მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უკვე განკურნებულია, არაფერი პრობლემა არ აქვს. ოჯახის კონტაქტები გამოკვლეულია და ყველა უარყოფითია. დროზე მოხდა იზოლირება", - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ეს შტამი გასული წლის სექტემბერში აღმოაჩინეს სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ რესპუბლიკაში. ის განსაკუთრებით გავრცელებულია აფრიკულ ქვეყნებში, მაგრამ არის ასევე აშშ-სა და ევროპის ზოგ ქვეყანაში.

"ვიცით ასევე ისიც, რომ ის ერთნაირად აზიანებს ბავშვებს, როგორც მოზრდილებს და მეტი სიმწვავით ხასიათდება", - თქვა გამყრელიძემ.

რამდენიმე დღის წინ საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამიც დადასტურდა. კორონავირუსის ეს ვარიანტი 5 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 3 საქართველოს მოქალაქე არ იყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მათ საქართველოში სხვა პირი არ დაუავადებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG