Accessibility links

site logo site logo

ღარიბაშვილის ვიზიტი თურქეთში: პრემიერმა ერდოანი თბილისში დაპატიჟა


რეჯეპ ტაიპ ერდოანი, ირაკლი ღარიბაშვილი.

თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

ღარიბაშვილმა ერდოანი საქართველოში მოიწვია.

„ჩვენ ვართ მზად, რომ ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ, ვითანამშრომლოთ და ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელოთ ერთად, - ამის თქვა პრემიერმა. როგორც ის აღნშნავს, საუბრის ერთ-ერთი თემა იყო ოკუპაცია. „რა თქმა უნა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ყველა კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით. ამ ოპტიმიზმით და ამ პათოსით მე მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ ბატონო პრეზიდენტო, რომ ჩვენ ვართ მზად, რომ ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ, ვითანამშრომლოთ და ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელოთ ერთად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ჩვენი დიდი სურვილია, თქვენ გიხილოთ თბილისში“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილომა ერდოანთან შეხვედრის შემდეგ.

რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყველა დონეზე, ყველა პლატფორმაზე ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ამასტან, ერდოანი ამბობს, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში. „ვსარგებლობ შემთხვევთ და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი დიდი სურვილია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში“, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

პრესკონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტმა საქართველოში დაბანდებული თურქული ინვესტიციების შესახებაც ილაპარაკა. როგორც ის აღნიშნავს, თურქეთს საქართველოსთან აქვს დიდი, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელებული, ისეთები, რომლებიც მთლიანად რეგიონს უცვლის სახეს - როგორც ენერგეტიკის, ასევე, ყველა სხვა სფეროში არის თურქული ინვესტიციები საქართველოში.

„ერთ-ერთი ასეთი არის სტრატეგიული პროექტი, სამხრეთ გაზის დერეფანი, რომელზედაც ჩვენ უკვე შევქმენით ეს პლატფორმა. დამაკავშირებელი მექანიზმებისა და სხვადასხვა დერეფნების და კომბინირებული დერეფნების საშუალებით, ძალიან მრავალმხრივი თანამშრომლობები გვაქვს ჩვენ დაწყებული. აღნიშნულის ფარგლებში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ განვახორციელეთ დერეფანი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნად წოდებული, რომელიც თურქეთის გავლით, კავკასიიდან და კასპიის ზღვიდან გვაკავშირებს ჩინეთთან. აბრეშუმის გზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ტვირთების გადაზიდვას ახდენს, როგორც ჩვენი ქვეყნიდან, ასევე რუსეთიდანაც. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე, როგორ უნდა გავზარდოთ ეს სარკინიგზო მაგისტრალი, „მარმარაის“ გვირაბის გამოყენების საშუალებით. ასევე განვიხილეთ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები და განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნეთ „ფეტოს“ ტერორისტულ ორგანიზაციასთან ბრძოლის საკითხი“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG