Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე: გახარიას განცხადება ჩემთან მიმართებით ბევრმა გაიკვირვა


გიორგი გახარია, კახა კალაძე.
გიორგი გახარია, კახა კალაძე.

პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას შეფასებას თბილისის მერის კახა კალაძის მიმართ, თავად კალაძე გამოეხმაურა „პირველ არხთან" ინტერვიუში.

„იგივე თუნდაც გახარიას გუშინდელი განცხადება ჩემთან მიმართებით ბევრმა გაიკვირვა, რადგან ეს არ არის ერთგვარი პრაქტიკა, ვინაიდან თუ ოპონენტია, აუცილებლად მას უნდა გადაუარო, რაც არ უნდა კარგი ჰქონდეს გაკეთებული, შეურაცხყოფა მიაყენო და ა.შ. მე ზოგადად გამიხარდება, რაც უფრო ბევრი ახალი სახე შემოვა პოლიტიკაში. არ არსებობს ნორმალური პოლემიკა პარტიებს შორის, არ არსებობს დებატები, დებატების დროს ხან ჭიქებს ესვრიან ერთმანეთს, ხან დედას აგინებენ და ხდება მთელი უბედურება, ეს ძალიან ცუდია, ამას საზოგადოება, ჩვენი შვილები უყურებენ. ყველას აქვს განცდა, რომ პოლიტიკა არის ძალიან დიდი სიბინძურე და იქ პატიოსანი, სუფთა ადამიანი არ უნდა იყოს. ეს აღქმა უნდა შევცვალოთ. ჩვენ, ახალგაზრდებმა უნდა მოვახერხოთ, რომ ეს აღქმა შევცვალოთ, არ იყოს ეს დამოკიდებულება პოლიტიკაში“, – განაცხადა კალაძემ.

გიორგი გახარიამ ტელეწამყვანებთან შეხვედრაზე კახა კალაძე დადებითად დაახასიათა. „კახი კალაძე არის კარგი მერი და ღირსეული ადამიანი", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG