Accessibility links

site logo site logo

რუსეთის კანონმდებლებმა დაამტკიცეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ნავალნისთან დაკავშირებული პირები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ


რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის სხდომა

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ, დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც იკრძალება ხელისუფლების მიერ "ექსტრემისტად" შერაცხული ორგანიზაციის მხარდამჭერებისა და წევრების ნებისმიერ პოსტზე არჩევა - ეს ნაბიჯი, პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის საჯარო თანამდებობების დაკავებას იმ პირების მიერ, რომლებიც საპატიმროში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან, ალექსეი ნავალნისთან, არიან დაკავშირებული.

პალატის მიერ 2 ივნისს დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, რუსეთის სასამართლოების მიერ ექსტრემისტულად ან ტერორისტულად გამოცხადებული ორგანიზაციების ლიდერებს და დამფუძნებლებს ხუთი წლის განმავლობაში აეკრძალებათ არჩევით თანამდებობებზე ყოფნის უფლება. მსგავსი ორგანიზაციების თანამშრომლებს და წევრებს სამწლიანი აკრძალვა ემუქრებათ.

კანონპროექტი უნდა დაამტკიცოს რუსეთის პრეზიდენტმა. მოელიან, რომ ვლადიმირ პუტინი მას ხელს მოაწერს. ეს ზომა ცუდად შენიღბულ მცდელობას ჰგავს - გაანეიტრალოს ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდი, რომლის ექსტრემისტულად გამოცხადებასაც ცდილობს რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.

კორუფციასთან ბრძოლის ფონდი უკვე გამოცხადდა "უცხოეთის აგენტად". როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, კანონი, როგორც ჩანს, უკანა რიცხვით გამოიყენება, რადგან ის მხოლოდ ადამიანის უფლებათა შეზღუდვას ემსახურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG