Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოცდილი პოლიტიკოსი, ისააკ ჰერცოგი ისრაელის პრეზიდენტად აირჩიეს


ისააკ ჰერცოგი
ისააკ ჰერცოგი

ისააკ ჰერცოგი, ვეტერანი პოლიტიკოსი, ისრაელის მე-11 პრეზიდენტად აირჩიეს. თანამდებობა ცერემონიული ბუნებისაა, ისრაელის პრეზიდენტი ქვეყნის მორალური გზის მაჩვენებელია და ერთიანობას უწყობს ხელს.

2 ივნისს გამართული კენჭისყრა ფარული იყო. ქვეყნის პარლამენტის 120-მა წევრმა კენჭი ყარა და მხარი დაუჭირა 60 წლის ჰერცოგს.

ჰერცოგი ისრაელის ლეიბორისტული პარტიის ყოფილი მეთაური და ოპოზიციის ლიდერია, რომელმაც წარმატებლად სცადა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პაექრობა 2013 წლის საპარლამენტო არჩევნებში. იგი შეცვლის რუვენ რივლინს, რომელმაც თანამდებობა უნდა დატოვოს მომავალ თვეში.

ჰერცოგი ცნობილი სიონისტური ოჯახიდანაა. მამამისი ხაიმ ჰერცოგი ისრაელის ელჩი იყო გაეროში მანამ, სანამ პრეზიდენტად აირჩევდნენ. მისი ბიძა, ება ებანი, ისრაელის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი და გაეროსა და აშშ-ში წარგზავნილი იყო.

ისააკ ჰერცოგის პაპა ქვეყნის პირველი რაბინი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG