Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის გენპროკურატურას ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა სურს ბელორუსი ხალხის გენოციდის საქმის გამო


ლიეტუვის ყოფილი პრეზილდენტი, ვალდას ადამკუსი
ლიეტუვის ყოფილი პრეზილდენტი, ვალდას ადამკუსი

ბელარუსის გენერალურ პროკურატურა თხოვს ლიეტუველ კოლეგებს, დაკითხონ ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი, ვალდას ადამკუსი მოწმის სახით მეორე მსოფლიო ომის დროს ბელარუსის მოსახლეობის გენოციდის საქმის გარშემო. ამის თაობაზე რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახური იტყობინება რუსეთის სააგენტო ინტერფაქსზე დაყრდნობით.

„ის მოწმეა, რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ „მინსკის ყასბის“ ნდობით აღჭურვილი პირი იყო“, გთხოვთ, დაკითხოთ სადაც იმყოფება“, განაცხადა გენერალური პროკურატურის მთავარმა პროკურორმა, საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილემ, ედუარდ სკურატმა.

„მინსკის ყასაბი“ ანტანას იმპულიავიჩიუსის ზედმეტი სახელია. ის მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების დაქვემდებარებაში მყოფი დახმარე პოლიციის მე-12 ბატალიონის მეთაური იყო. ბატალიონი მოქმედებდა ბელარუსის ტერიტორიაზე, სადაც, მინსკსა და კლეცკში, ებრაელების განადგურებაში მიიღო მონაწილეობა.

იმპულიავიჩიუსი 1949 წელს აშშ-ში გაიქცა და იქ მიიღო თავშესაფარი. 1962 წელს მას ლიტვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა დაუსწრებლად. ის 1970 წელს აშშ-ში გარდაიცვალა. ვალდას ადამკუსი საბჭოთა არმიის მიერ თავისი სამშობლოს ოკუპაციის შემდეგ ოჯახთან ერთად გერმანიაში გადავიდა. შემდგომ დასახლდა აშშ-ში, სადაც აქტიურ მონაწილებას იღებდა ლიტვური დიასპორის ცხოვრებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG