Accessibility links

site logo site logo

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა რუმინეთი სტუმრად დაამარცხა


ვილი სანიოლმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა კი ისტორიაში პირველად შეძლო რუმინეთის ძლევა.

ქალაქ პლოიეშტში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ გახსნა, სამოცდამეერთე წუთზე. ათიოდ წუთში კი გიორგი აბურჯანიამ საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. მიქაუტაძემაც და აბურჯანიამაც, ეროვნული ნაკრების მაისურით პირველად გაიტანეს.

მატჩის დასრულებამდე, ერთხელ თავი რუმინელებმაც გამოიჩინეს და მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ - 1:2.

6 ივნისს, ქართველი ფეხბურთელები მორიგ გასვლით ამხანაგურ მატჩს გამართავენ - ქალაქ ენსხედეში, ნიდერლანდების ნაკრებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG