Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ რუსულ ავიაკომპანიებს გაუხსნა დროებით დახურული საჰაერო სივრცე


გერმანიამ საჰაერო სივრცე ისევ გაუხსნა რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავებს. მათთვის გერმანიის საჰაერო სივრცე 2 ივნისს დაიხურა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გერმანულ ავიაკომპანია „ლუფტჰანზას“ დროულად არ მისცა ნებართვა ივნისის რეისების შესასრულებლად. ავიაკომპანია იძულებული გახდა გაეუქმებინა ფრანკფურტი-მოსკოვის და ფრანკფურტი-სანკტ-პეტერბურგის რეისები. მას შემდეგ, რაც რუსეთმა „ლუფტჰანზას“ ფრენის ნებართვა მისცა, გერმანიამ საჰაერო სივრცე გაუხსნა რუსულ ავიაკომპანიებს, „აეროფლოტს“ და S7-ს.

„ლუფტჰანზამ“ რუსეთის მიმართულებით ავიარეისები უნდა შეასრულოს ბელარუსის საჰაერო სივრცისთვის გვერდის ავლით. მსოფლიოს არაერთმა ავიაკომპანიამ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც 23 მაისს, ლუკაშენკას რეჟიმმა, ბორტზე ბომბის არსებობის შეტყობინების საბაბით მინსკის აეროპორტში დაშვება აიძულა ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ლაინერში იმყოფებოდა ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი. შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. პრატასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG