Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 833 ახალი შემთხვევა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 19 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 28 191 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 833 შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 2.95%;
  • ბოლო 7 დღის - 2.91%;
  • ბოლო 14 დღის - 3.16%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1205-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 6158 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 155 538 აცრა. მათგან სრულად, ორივე დოზით აცრილია 37 780 მოქალაქე.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 346 983 შემთხვევა. მათგან 330 721 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4853 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG