Accessibility links

site logo site logo

რუსეთის VTimes-ი იხურება „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადების შემდეგ


რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული საქმიანი გამოცემა VTimes-ი 12 ივნისიდან იხურება. გამოცემის განცხადებაში ნათქვამია, რომ არ სურს „ოპოზიციური პოლიტიკური მედია საშუალებების“ ნიშაში იმუშაოს და თანამშრომლები საფრთხეში მოაქციოს.

VTimes-ი, საინფომაციტო ანალიტიკური გამოცემაა, რომელიც 2020 წელს დააფუძნეს ჟურნალისტებმა, რომლებიც ახალი მფლობელის მიერ შესყიდვამდე „ვედომოსტიში“ მუშაობდნენ.

ამტკიცებენ, რომ ამ პროექტისთვის ფული შეგროვდა მომავალი მკითხველებს შორის. რედაქცია ახლა აცხადებს, რომ შემოწირულობები არაა საკმარისი ხარისხიანი მედიის დაფინანსებისთვის.

„უცხოეთის აგენტის“ დამღამ გაანადგურა VTimes-ის ბიზნეს-მოდელი. ჩვენ ეს გამოცემა შევქმენით სწორედ როგორც ბიზნესი. რეკლამის მსურველებს და პარტნიორებს არ ესმით, როგორ იმუშაონ „უცხოეთის აგენტთან“ და ჩვენ მათ ამისთვის ვერ განვსჯით, წერია გამოცემის განცხადებაში. უფრო ქვემოთ ახსნილია, რომ მედია საშუალებასთან, რომელიც „უცხოეთის აგენტების“ სიაშია, არ სურთ ურთიერთობა მოხელეებს, ბიზნესმენებს და მიმომხილველებს. ამის გარეშე კი შეუძლებელია მასალების მომზადება.

რედაქცია დაასკვნის, რომ ხელისუფლებას არ სჭირდება პროფესიონალური, გაუკონტროლებელი მედია.

„უცხოეთის აგენტების“ სიაშია შეტანილი რადიო თავისუფლებაც და მედიაკორპორაციის რამდენიმე პროექტი, ასევე რუსეთის ხუთი მოქალაქე. სიაშია ასევე გამოცემა „მედუზა“. სიაში მოხვედრილ მედია საშუალებებს იმგვარ ვალდებულებებს აკისრებენ, რომ შეუძლებელია მუშაობა. რუსეთში რეგისტრირებულმა იურიდიული პირმა, „რადიო სვობოდამ“ და მისმა დირექტორმა, ანდრეი შარიმ, მიმართეს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს მედია საშუალებების „უცხოეთის აგენტებად“ შერაცხვის კანონის წინააღმდეგ საჩივრით. მათი აზრით, კანონი არღვევს ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG