Accessibility links

site logo site logo

უფლებათდამცველები „უკიდურესად შეშფოთებული“ არიან პაკისტანში მედიის შევიწროვების გამო


ჰინა ჯილანი, პაკისტანის ადამიანის უფლებათა კომისიის ხელმძღვანელი

მსოფლიოში აღიარებულმა არაერთმა უფლებათდამცველმა ჯგუფმა გამოთქვა „უკიდურესი შეშფოთება“ პაკისტანელ ჟურნალისტებზე გახშირებული თავდახმების გამო, რისთვისაც ოპონენტები აკრიტიკებენ ხელისუფლებას და მოუწოდებენ მას, რომ ოპერატიულად და სწრაფად გამოძიოს აღნიშნული ფაქტები.

ერთობლივ განცხადებაში „ჰიუმან რაითს ვოჩი“, „ამნესტი ინტერნეიშენალი“ და იურისტების საერთაშორისო კომისია აღნიშნავენ, რომ პაკისტანში არაერთმა ვეტერანმა ჟურნალისტმა მიატოვა საქმიანობა მათი მისამართით გამოთქმული მუქარების გამო. ხოლო კერძო ტელეკომპანია „გეო ტვ“-მ უარი თქვა მაუწყებლობაზე. ასევე ხელისუფლების ზეწოლის შედეგად შეფერხდა პაკისტანის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისურენოვანი გაზეთ „განთიადის“ გამოცემა, რომლის წამყვანი მიმომხილველები ჩივიან, რომ პაკისტანის სამხედრო ხელმძღვანელობის ზეწოლის გამო, რედაქცია თავს იკავებს კრიტიკული სტატიების გამოქვეყნებისგან.

ავტორიტეტული უფლებათდამცველი ორგანიზაციები მოუწოდებენ პაკისტანის ხელისუფლებას, რომ პასუხი აგებინონ ყველა პირს, ვინც ჟურნალისტებისა და სიტყვის თავისუფლების წინაშე ილაშქრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG