Accessibility links

site logo site logo

ტიანანმენის მსხვერპლთა პატივსაცემად ორგანიზებულ მსვლელობასთან დაკავშირებით ჰონგ-კონგში პოლიტიკოსი ქალი დააკავეს


ჰონგ-კონგის პოლიციამ დააკავა დემოკრატიული პარტიის ლიდერი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს 32 წლის წინ პეკინში, ტიანანმენის მოედანზე ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენებით მიტინგის დაშლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური მსვლელობის ორგანიზებაში.

ჩოუ ჰანგ ტუნგი, ჰონგ-კონგის პატრიოტული დემოკრატიული მოძრაობის ვიცე-პრეზიდენტი, 4 ივნისის დილით დააკავეს.

პოლიციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ დამოუკიდებელი წყაროების თანახმად, ჩჟოუს დაკავება უკანონო შეკრებისკენ საჯარო მოწოდებებს უკავშირდება.


37 წლის პოლიტიკოსი ქალი აქტიურად არის ჩართული მშვიდობიანი მსვლელობების ორგანიზებაში, რომელზეც ადამიანები ანთებული სანთლებით ხელში მონაწილეობენ.

4 ივნისს ჰონგ-კონგის პროდემოკრატიულმა ძალებმა და ადამიანის უფლებების დამცველმა აქტივისტებმა, პეკინში, ტიანანმენის მოედანზე 1989 წელს მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლის პატივსაცემად ალტერნატიული ვარიანტები გამონახეს მას მერე, რაც ხელისუფლებამ პირველად, 31 წლის განმავლობაში აკრძალა ცენტრალური შეხვედრა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, თავის განცხადებაში გაიმეორა, რომ აშშ გააგრძელებს „მხარდაჭერას ჩინელი ხალხისა, რომელიც ხელისუფლებისგან მოითხოვს, რომ პატივი სცეს ადამიანის საყოველთაო უფლებებს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG