Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ოფიციალურად ხურავს თავის საჰაერო სივრცეს ბელარუსის ავიარეისებისთვის


ევროკავშირის ელჩებმა პარასკევს დაამტკიცეს გეგმა, რომ ბელარუსის ავიაკომპანიებს აუკრძალონ ევროკავშირის ტერიტორიის თავზე ფრენა და ევროკავშირის აეროპორტებში დაშვება, განაცხადეს დიპლომატებმა. აკრძალვა შუაღამით შევა ძალაში.

ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ახლახან მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ, როცა ბელარუსმა კომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი აიძულა შეეცვალა კურსი და მინსკში დამჯდარიყო. ამის შემდეგ აეროპორტში დააკავეს ბელარუსის მოქალაქე, ოპოზიციონერი ბლოგერი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი ქალი, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა. ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ თვითმფრინავი ყალბი საბაბით დასვეს მინსკში, რათა დაეპატიმრებინათ პრატასევიჩი - ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის ცნობილი კრიტიკოსი.

ბელარუსის დე ფაქტო სახელმწიფო ავიაკომპანია Belavia უკვე ერთ კვირაზე მეტია აღარ დაფრინავს ევროკავშირის ქვეყნებში მას შემდეგ, რაც ინდივიდუალური აკრძალვა შემოიღეს კავშირის წევრმა ქვეყნებმა.

ევროპული ავიაკომპანიებიც არ ისარგებლებენ ბელარუსის საჰაერო სივრცით. ასეთი რეკომენდაცია გასცა წევრ ქვეყნებს ევროკავშირის ხელმძღვანელობამ. ოფიციალურად ეს გადაწყვეტილება არ არის დამტკიცებული, მაგრამ ფაქტობრივად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ავიაკომპანია იცავს მას. ზოგი ქვეყანა უკვე არ უშვებს საკუთარ საჰაერო სივრცეში Belavia-ს სატრანზიტო რეისებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG