Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ბერძენიშვილმა "რესპუბლიკური პარტია" დატოვა


"რესპუბლიკური პარტია" თამარ კორძაიას შემდეგ ლევან ბერძენიშვილმაც დატოვა. ამის შესახებ მან თავად უთხრა რადიო თავისუფლებას და მიზეზებზე ესაუბრა.

"ფრაქცია, რომელიც შეიქმნა პარლამენტში და რომლის თავმჯდომარეც იქნება ხათუნა სამნიძე, ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი შემადგენლობის გამო. ყველა მიუღებელია იმიტომ, რომ ყველამ გადადგა უზნეო ნაბიჯები. ამას თუ ახსნა სჭირდება, მე ამას არ ავხსნი... თამარ კორძაია იბრძოდა იმისთვის, რომ რესპუბლიკელები პარლამენტში ყოფილიყვნენ დამოუკიდებელები. ამას ვერ მიაღწია და დავკარგეთ თამარ კორძაია. პარტია, რომელიც თამარ კორძაიას ვერ ინარჩუნებს, ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ", - ამბობს ბერძენიშვილი.

3 ივნისს პარლამენტში ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შექიმნა, რომლის თავმჯდომარეც "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე იქნება.

ფრაქციის წევრები იქნებიან:

  • გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი";
  • თეონა აქუბარდია - "სტრატეგია აღმაშენებელი";
  • პაატა მანჯგალაძე -"სტრატეგია აღმაშენებელი";
  • ხათუნა სამნიძე - "რესპუბლიკური პარტია";
  • ზურა ჯაფარიძე - "გირჩი - მეტი თავისუფლება";
  • ტარიელი ნაკაიძე - უპარტიო;
  • გრიგოლ ვაშაძე - უპარტიო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG