Accessibility links

site logo site logo

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის მდგომარეობას საპატრიარქოში შექმნილი კომისია სწავლობს


საქართველოს საპატრიარქოში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში შექმნილ ვითარებას. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, კომისიის წევრები ედიშერ ქარჩავა და ვეფხია ოდიშარია პანსიონატში რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ.

პანსიონატში მივიდა ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი. როგორც მან მედიასთან თქვა, კომენტარს მხოლოდ გამოსვლის შემდეგ გააკეთებს. მისი თქმით, ბრალდებები უსაფუძვლოა და ოფიციალურად არაფერი დასტურდება.

ბავშვთა პანსიონატი ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებსა და სოციალურ მუშაკებს, რომლებიც იქ 10:00 საათზე მივიდნენ და ვითარებას იკვლევენ.

არასრულწლოვნების გამოკითხვას აწარმოებენ სამართალდამცველებიც.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცნობით, ნინოწმინდის პანსიონატის დატოვების სურვილი 16-მა ბავშვმა გამოთქვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG