Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ვიდეო კომენტარები

რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?


რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?
please wait

No media source currently available

0:00 0:03:49 0:00

ნინოწმინდის პანსიონში გადაღებული ეს კადრები სოციალურ ქსელში მეუფე სპირიდონმა გაავრცელა. კადრში ჩანს, როგორც ადანაშაულებს სპირიდონი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებს ბავშვების იძულებაში. სპირიდონი მათი თანდასწრებით ურეკავს ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარების მშობლებს და ბავშვების წაყვანის შესახებ აზრს ეკითხება. უფლებადამცველის ანა არგანაშვილის შეფასებით, „ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან გავრცელებულ ყველა ვიდეოში ხდება ბავშვებზე ძალადობა: ბავშვებს ეკითხებიან გინდა თუ არა აქედან წასვლა, ბავშვები ტირიან და არიან უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ". სახელმწიფო ინსპექტორმა დაიწყო ბავშვთა სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების საკითხის შესწავლა.

XS
SM
MD
LG