Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: თურქეთმა კიდევ 135 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აღმოაჩინა შავ ზღვაში


თურქეთმა აღმოაჩინა დამატებითი 135 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შავი ზღვის სამხრეთ ნაწილში, განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოანმა პარასკევს და აღნიშნა, რომ საერთო ჯამში, გაზის რაოდენობა ამ რეგიონში 540 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს.

ანკარა გეგმავს, რომ ჩართოს საკარიის საბადოდან მოპოვებული გაზი ტავის მთავარ ქსელში 2023 წელს, ხოლო მდგრადი წარმოება დაიწყოს 2027 ან 2028 წელს.

სულ მცირე 160 კმ სიგრძის მილსადენი იქნება საჭირო ახალი ჭაბურღილების მთავარ ქსელთან დასაკავშირებლად. მიმღები სადგური კი ანკარამ ორი წლის განმავლობაში უნდა ააშენოს.

თურქეთი, რომელსაც ცოტა ნავთობი და გაზი აქვს, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმპორტზე რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან, ისევე, როგორც თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე კატარიდან, აშშ-დან, ნიგერიიდან და ალჟირიდან. ქვეყანამ შარშან 48.1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იყიდა, რაც 6%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.

გასულ წელს, თურქეთმა აღმოაჩინა 405 მილიარდი ბუნებრივი აირი დასავლეთ შავიზღვისპირეთის საკარიის საბადოში, რაც ქვეყნის უდიდეს აღმოჩენად ითვლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG