Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი შვიდეული იმედით უყურებს "ისტორიულ" შეთანხმებას კორპორაციულ გადასახადებზე


დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა 5 ივნისს ოფიციალურად უნდა გამოუცხადონ მხარდაჭერა მინიმალური ზღვრის დაწესებას კორპორაციულ გადასახადებზე, რაც საეტაპო მნიშვნელობის ნაბიჯი იქნება საიმისოდ, რომ საერთაშორისო კომპანიებმა - განსაკუთრებით ტექნოლოგიურმა გიგანტებმა, გუგლმა, ფეისბუკმა და ამაზონმა - მეტი გადაიხადონ პანდემიით დაზარალებულ სახელმწიფო ბიუჯეტებში.

განცხადების პროექტის თანახმად, მსოფლიოს შვიდი უმდიდრესი ქვეყნის ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები "ძლიერ მხარდაჭერას" გამოხატავენ გადასახადების გეგმის მიმართ. "შეთანხმებას თუ მივაღწევთ ... ეს იქნება წინგადადგმული ისტორიული ნაბიჯი", - უთხრა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა ჟურნალისტებს 4 ივნისს, ლონდონში გამართული ორდღიანი მოლაპარაკების შემდეგ. გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, ოლაფ შოლცი ამბობს, რომ "აბსოლუტურად დარწმუნებულია" შეთანხმების მიღწევის თაობაზე.

ამის შემდეგ შეთანხმება გადაეცემა გაფართოებულ ჯგუფს, დიდ ოცეულს, შეხვედრაზე, რომელსაც ამ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები მომავალ თვეში გამართავენ.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოვიდა მოწოდებით კორპორაციული გადასახადების ერთიანი მინიმალური ზღვრის, 15 პროცენტის შემოღების თაობაზე. ამ წინადადებას მხარი უნდა დაუჭირონ ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა საფრანგეთი და გერმანია, ისევე, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG