Accessibility links

site logo site logo

ბელარუსები საზღვრებთან აქციებს აწყობენ, ქვეყნის ავტორიტარული რეჟიმისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით


უცხოეთში მცხოვრებმა ბელარუსებმა ლიეტუვასა და პოლონეთთან თავიანთი ქვეყნის საზღვრებთან დაიწყეს აქცია, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება და რომლითაც ევროკავშირს მოუწოდებენ, მკაცრი სანქციები დაუწესოს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმს.

დემონსტრანტები 5 ივნისს შეიკრიბნენ ორ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და ევროკავშირს მოთხოვეს "ძლიერი და ეფექტიანი" სანქციების დაწესება ლუკაშენკას რეჟიმისთვის. ამავე დროს, დემონსტრანტები ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებენ, სახმელეთო საზღვარი გაუხსნას მოქალაქეებს და გაათავისუფლოს ასობით პოლიტიკური პატიმარი.

ეროვნული ანტიკრიზისული გაერთიანების ხელმძღვანელი, პაველ ლატუშკა ამბობს, რომ მისი ჯგუფი სწრაფ მოქმედებას უჭერს მხარს, თუმცა შიშობს, რომ ევროკავშირი არ გადადგამს რეალურ ნაბიჯებს ლუკაშენკას რეჟიმის დასასჯელად. "ვერ დაველოდებით ლუკაშენკას რეჟიმის მიერ კიდევ სხვა დანაშაულის ჩადენას, დროა მოქმედებაზე გადავიდეთ", - ამბობს ლატუშკა.

პირველ სამ დღეს დემონსტრანტები საზღვართან აქციებს გამართავენ და გამვლელებს ბელარუსში შექმნილ ვითარებაზე მოუთხრობენ, - წერს ანტიკრიზისული გაერთიანება ტელეგრამით. თუ ევროკავშირის მიერ დაპირებული, ფართომასშტაბიანი სანქციები არ იქნება შემოღებული, აქციების მონაწილეები აპირებენ სასაზღვრო პუნქტისკენ მიმავალი გზის გადაკეტვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG