Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის თავმჯდომარე მხარს უჭერს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებას


ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი, დავიდ სასოლი მხარს უჭერს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ევროკავშირის გაფართოება დადებითი მოვლენა იქნება მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.

სასოლის თქმით, გაფართოებას შეუძლია მოიტანოს "უზარმაზარი სარგებელი რეგიონისთვის და მთელი ევროპისთვის და წაადგეს სტაბილური, კეთილდღეობისა და მშვიდობის მქონე კონტინენტს". თუმცა ის, თუ რამდენად მალე შეძლებენ ეს ქვეყნები ბლოკში გაწევრიანებას, დამოკიდებულია დაწესებული კრიტერიუმის მათ მიერ შესრულებაზე. "ყველა ამ ქვეყანაში რეფორმები კვლავაც უნდა დასრულდეს", - თქვა სასოლიმ.

ევროკავშირი უკვე აწარმოებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებას მონტენეგროსა და სერბეთთან, ალბანეთს და ჩრდილოეთ მაკედონიას კი ოფიციალური კანდიდატების სტატუსი აქვთ. ბოსნია-ჰერცეგოვინას და კოსოვოს ამ ეტაპზე მოლაპარაკების პოტენციურ კანდიდატებად განიხილავენ.

XS
SM
MD
LG