Accessibility links

site logo site logo

„სოლიდარობა შუქრუთელ მოშიმშილეებს“ - თბილისში აქცია იმართება


თბილისში, პუშკინის სკვერში იმართება აქცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა სოლიდარობის ნიშნად.

„დაითვალოს და ანაზღაურდეს ზარალი”; „ყველას აქვს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება”; „სოლიდარობა შუქრუთელ მოშიმშილეებს”, - წერია აქციის მონაწილეების ბანერებზე.

შუქრუთელები 100 დღეზე მეტია აპროტესტებენ მათ სოფელში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას. ისინი მოითხოვენ მანგანუმის მოპოვებით მიყენებული ზარალის შეფასების პროცესში სახელმწიფოს მონაწილეობას და ადეკვატურ კომპენსაციას.

შუქრუთელების პროტესტმა თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან გადმოინაცვლა ერთი კვირის წინ. 4 ივნისს კი მათ მშრალი შიმშილობა დაიწყეს.

მათი თქმით, პროტესტის რადიკალური ფორმის მიუხედავად, ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG