Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინოწმინდის პანსიონიდან გაიყვანეს 20 არასრულწლოვანი, მათ შორის 7 შშმ ბავშვია


6 ივნისის 21 საათის მდგომარეობით, ნინოწმინდის პანსიონიდან გაყვანილია 20 არასრულწლოვანი, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა.

„ისინი გადანაწილებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში. Ზოგიერთი, ამ ეტაპზე, განთავსებულია ბიოლოგიურ ოჯახში“, - აცხადებს გვანცა ღონღაძე, თბილისის საქალაქო ცენტრის ბავშვთა ზრუნვის განყოფილების უფროსი.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სპეციალისტები სამი დღე-ღამეა პანსიონში იმყოფებიან, სწავლობენ სიტუაციას და აფასებენ ბავშვების მდგომარეობას.

გვანცა ღონღაძემ მედიის დამატებით კითხვებს არ უპასუხა.

5 ივნისს, სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელი და გადაწყვიტა, რომ ნინოწმინდის პანსიონი უნდა დატოვონ შშმ ბავშვებმა.

PHR-ის მტკიცებით, მოსამართლე ივანე ღლონტი დაეთანხმა პანსიონში სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის არსებობას, რის გამოც მისი გადაწყვეტილება უნდა გავრცელდეს პანსიონში მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე.

საქართველოს საპატრიარქო გაასაჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებას, თუმცა, იურისტების განმარტებით, გასაჩივრება ვერ შეაფერხებს განჩინების აღსრულებას.

პანსიონის ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი დაწესებულებაში არ უშვებს სახალხო დამცველს, რაც კანონდარღვევაა.

XS
SM
MD
LG