Accessibility links

site logo site logo

გაეროს მოსამართლეები საბოლოო განაჩენს გამოაცხადებენ "ბოსნიის ყასბად" წოდებული მლადიჩისთვის


ჰააგაში განთავსებული გაეროს სასამართლო 8 ივნისს გამოაცხადებს საბოლოო განაჩენს ბოსნიელ სერბთა ყოფილი სამხედრო ლიდერის, რატკო მლადიჩის საჩივარზე, რომელიც ეხება მის გენოციდში დამნაშავედ ცნობას. ამ განაჩენით დაიხურება "ბოსნიის ყასბად" წოდებული კაცის საქმე.

მლადიჩმა გაასაჩივრა მისთვის 2017 წელს გამოტანილი სამუდამო პატიმრობის განაჩენი, გენოციდისთვის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და სამხედრო დანაშაულებისთვის, 1992-95 წლების ბოსნია-ჰერცეგოვინას ომში.

დანაშაულები მოიცავს 1995 წლის ხოცვა-ჟლეტას ბოსნიის ქალაქ სრებრენიცასა და მის შემოგარენში, როცა ბოსნიელი სერბების ძალებმა დახოცეს 8000-მდე მუსლიმი კაცი და ბიჭი.

მოელიან, რომ 78 წლის მლადიჩი პირადად დაესწრება სასამართლოს, სადაც ის უწინ გაბრაზებული სიტყვებით გამოდიოდა დასავლეთის წინააღმდეგ და მოსამართლეებს სიცრუეში ადანაშაულებდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სრებრენიცაში მომხდარი სისხლისღვრა ყველაზე მასშტაბური იყო ევროპის ტერიტორიაზე. მსხვერპლთა ნათესავები, რომლებიც წლებია გამოდიან სამართლის დამყარების მოთხოვნით, სასამართლოს წინ აქციას გამართავენ.

მლადიჩი თავს უდანაშაულოდ აცხადებს. მისი საჩივრის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო მლადიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების და შემდეგ COVID-19-ის პანდემიის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG