Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპატიმრების საფრთხის გამო რუსეთი დატოვა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დმიტრი გუდკოვმა


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ყოფილი დეპუტატი, დმიტრი გუდკოვი აცხადებს, რომ ქვეყანა დატოვა მისი თქმით შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე დაპატიმრების საფრთხის გამო.

გუდკოვი მოსკოვში 1 ივნისს დააკავეს, ქირის გადაუხდელობის ბრალდებით საკუთრებისთვის, რომელსაც ის წლების წინ ქირაობდა. ის 3 ივნისს გამოუშვეს, ბრალის ოფიციალურად წაყენების გარეშე.

გუდკოვი ფეისბუკით წერს, რომ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული "რამდენიმე წყაროსგან" მიიღო ინფორმაცია - თუ ქვეყანას არ დატოვებდა, ყალბი ბრალდება ძალაში დარჩებოდა მის დაპატიმრებამდე.

გუდკოვზე დაწყებული გამოძიება წარმოადგენს ბოლო შემთხვევას ტენდენციისა, რომელსაც ოპოზიცია კრემლის კრიტიკოსებზე ზეწოლის კამპანიად მიიჩნევს. რუსეთის ოპოზიციის ყველაზე გავლენიანი ლიდერი, ალექსეი ნავალნი, იანვარში, გერმანიიდან ჩასვლის შემდეგ დააკავეს, პირობითი სასჯელის დარღვევის ბრალდებით და ორნახევარი წლით მიუსაჯეს პატიმრობა.

გუდკოვის აზრით, მასზე საქმე იმ მიზნით აღიძრა, რომ ის იძულებული გამხდარიყო რუსეთი დაეტოვებინა სულ მცირე სექტემბერში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე ვადით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG