Accessibility links

site logo site logo

ნატოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბელარუსი "უფრო და უფრო დამოკიდებული" ხდება რუსეთზე


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ბელარუსი "უფრო და უფრო დამოკიდებული" ხდება რუსეთზე, მას შემდეგ, რაც ბელარუსი იზოლაციაში მოექცა დასავლეთისგან, ანტისამთავრობო აქციებზე მისი მმართველი რეჟიმის სასტიკი ზეწოლის გამო.

სტოლტენბერგი ამ განცხადებით გამოვიდა ინტერვიუში, რომელიც 6 ივნისს გამოქვეყნდა Welt am Sonntag-ში, ერთი კვირით ადრე, სანამ ბრიტანეთში ნატოს ყოველწლიური სამიტი გაიმართება.

რუსეთი და ბელარუსი ამ სამიტზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. ნატოს სამიტამდე, 11-13 ივნისს გაიმართება დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების ლიდერების სამდღიანი შეხვედრა.

დასავლეთის ქვეყნებმა ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესეს მას მერე, რაც ბელარუსმა საბერძნეთიდან ლიეტუვისკენ მიმავალი თვითმფრინავი აიძულა მინსკში დაფრენილიყო, ბორტზე მყოფი დისიდენტი ჟურნალისტის დასაპატიმრებლად.

სტოლტენბერგმა ინტერვიუში გამოცემას უთხრა, რომ ნატო "ყურადღებით ადევნებს თვალს ბელარუსში მიმდინარე პროცესებს", და შეშფოთება გამოთქვა მინსკსა და მოსკოვს შორის კავშირების გაღრმავების თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG