Accessibility links

site logo site logo

მოსამართლემ 27 მაისს "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 8-ვე პირი გაფრთხილებით გაათავისუფლა


ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა 27 მაისს "ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული რვავე პირი. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

როგორც ადვოკატი, დალი სულაქველიძე ამბობს, უკმაყოფილო არ არის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რადგან მან სრულად გაიზიარა ერთ ნაწილში დაცვის მხარის პოზიცია. მისივე თქმით, განჩინების ჩაბარების შემდეგ გაასაჩივრებენ გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, დაკავებული რვა პირი მოსამართლემ გააფრთხილა.

პოლიციამ გუმათში "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგე 8 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (მუხლი 137 და მუხლი 166) პოლიციელების დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის მუხლებით დააკავა.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ თუ არ შესრულდებოდა მათი მოთხოვნები, თბილისის ქუჩების პარალიზებას შეეცდებოდნენ. მანამდე 200-ზე მეტი დღის განმავლობაში ისინი აქციას რიონის ხეობაში მართავდნენ. 26 მაისს აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში დაბრუნდნენ, 27 მაისს კი ეს პირები დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG