Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარლ მიშელსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა


ჯერ კიდევ მაისის თვეში ევროკავშირის ლიდერებმა დაგმეს რუსეთის უკანონო, პროვოკაციული და ძირგამომთხრელ მოქმედებას ევროკავშირის, მის წევრი სახელმწიფოებისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, რამაც კიდევ უფრო გააუარესა რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობები, - აღინიშნა 7 ივნისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარის დროს. ასეთი ქმედებების მიმართ ევროკავშირი ერთიანი და სოლიდარულია, - განაცხადა საუბარში მიშელმა, რომელმაც დასძინა, რომ რუსეთ-ევროკავშირის შორის არსებული ვითარება ან მისი შემდგომი გაუარესება არც ერთი მხარის ინტერსში არ შედის.

სატელეფონო საუბრის დროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დაადასტურა კავშირის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და რუსეთს მინსკის შეთანხმებების სრულყოფილად შესრულებაში თავისი წილი პასუხისმგებლობა შეახსენა, - ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც ევროპული საბჭოს საიტზეა გამოქვეყნებული.

ბელარუსის გარშემო საუბრის დროს შარლ მიშელმა დაადასტურა ევროკავშირის ამასწინადელი შეფასება ბელარუსის ხელისუფლების მიერ კომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაჯდომასთან დაკავშირებით, რაც ევროკავშირის მორიგი სანქციების საფუძვლად იქცა.

შარლ მიშელმა განაცხადა, რომ აუცილებელია ბელარუსის ხელისუფლებამ დაუყოვნებლად გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტოს რეპრესიები და გზა გაუხსნას ყოველისმომცველ დიალოგს. ამ კრიზისის მოწერიგებაში კი რუსეთს შეუძლია მიშნველოვანი როლის შესრულება, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG