Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტექნიკური პრობლემის გამო მთელს მსოფლიოში შეფერხდა ინტერნეტის მუშაობა


სამშაბათს მსოფლიოში ინტერნეტის ქსელის ფართო მასშტაბის შეფერხებები აღინიშნა, რამაც გავლენა იქონია სოციალური მედიის პლატფორმებზე, საინფორმაციო და სამთავრობო ვებსაიტებზე. როგორც ვარაუდობენ, პრობლემა აშშ-ის cloud computing-ის (მონაცემთა ღრუბელი) სერვისებიდან მომდინარეობს.

8 ივნისს დილით შეფერხებული იყო ისეთი წამყვანი მედიაორგანიზაციების ვებსაიტები, როგორებიცაა BBC, Financial Times-ი, the Guardian-ი, the New York Times-ი, Bloomberg-ი, CNN-ი და Le Monde-ი.

მესიჯები "Error 503 Service Unavailable" და "connection failure" ჩნდებოდა Amazon.com-ისა და დიდი ბრიტანეთის სამთავრობო ვებსაიტ gov.uk-ზე.

ზოგიერთმა ვებსაიტმა მოგვიანებით კვლავ განაახლა მუშაობა.

პრობლემის არსებობა აღიარა cloud computing-ის კომპანია Fastly-მ, რომელსაც სან-ფრანცისკოში უდევს ბინა, და განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG