Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაკაიძე, სამნიძე და აქუბარდია პარლამენტში პირბადის გარეშე ყოფნისთვის შსს-ს დაჯარიმებას სთხოვენ


პარლამენტის წევრები ტარიელ ნაკაიძე, თეონა აქუბარდია და ხათუნა სამნიძე მიიჩნევენ, რომ მათ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამონაკლისი არ უნდა დაუშვას და პარლამენტის სხდომათა დარბაზში პირბადის გარეშე ყოფნის გამო დააჯარიმონ. რადიო თავისუფლებამ ეს დეპუტატები მათ კოლეგებთან ერთად სხდომათა დარბაზში პირბადის გარეშე ყოფნის დროს დააფიქსირა.

"მიუხედავად იმისა, რომ სრულად არ ვეთანხმები პირბადის ყველგან ტარების ვალდებულებას, ვფიქრობ დღეს ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის ქმედება, არ იყო სწორი, რადგან ეს წესი მოქმედებს და არაერთი მოქალაქე არის დაჯარიმებული, აღნიშნული წესის დარღვევისთვის. ამიტომ, თავს არ მივცემ უფლებას, ჩემს შემთხვევაში დაშვებული იქნეს გამონაკლისი და მოვუწოდებ შესაბამის უწყებას, დროულად გამომიგზავნოს შესაბამისი ჯარიმის ქვითარი", - წერს ტარიელ ნაკაიძე "ფეისბუკზე".

ამ საჯარო პოსტს პარლამენტის წევრები ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია გამოეხმაურნენ. სამნიძე წერს, რომ ისიც უერთდება ნაკაიძის იდეას.

"ტარიელ ვუერთდები პათოსს მეც. კი ვართ მე და ხათუნა ორჯერ აცრილი, მაგრამ რახან არ არის ჯერ ეს რეგულაცია და 10 წუთით მოვიხსენიოთ პირბადე ამოსასუნთქად, წესი წესია!" - აცხადებს თეონა აქუბარდია.

რადიო თავისუფლებამ პარლამენტის წევრები: ტარიელ ნაკაიძე ("შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი"); ხათუნა სამნიძე ("რესპუბლიკური პარტია"); იაგო ხვიჩია, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ვახტან მეგრელიშვილი ("გირჩი"); თამარ კორძაია (უპარტიო); ბადრი ჯაფარიძე და ანა ნაცვლიშვილი ("ლელო"); ირაკლი მეზურნიშვილი ("ქართული ოცნება") და შალვა შავგულიძე ("ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის") პირბადის გარეშე დააფიქსირა.

ბადრი ჯაფარიძე, "ლელო"
ბადრი ჯაფარიძე, "ლელო"
ირაკლი მეზურნიშვილი, "ქართული ოცნება"
ირაკლი მეზურნიშვილი, "ქართული ოცნება"
ირაკლი კოვზანაძე, "ქართული ოცნება"
ირაკლი კოვზანაძე, "ქართული ოცნება"
ვახტანგ მეგრელიშვილი და ალექსანდრე რაქვიშვილი ("გირჩი")
ვახტანგ მეგრელიშვილი და ალექსანდრე რაქვიშვილი ("გირჩი")
იაგო ხვიჩია ("გირჩი")
იაგო ხვიჩია ("გირჩი")
ანა ნაცვლიშვილი ("ლელო"), თამარ კორძაია (უპარტიო), შალვა შავგულიძე (ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის")
ანა ნაცვლიშვილი ("ლელო"), თამარ კორძაია (უპარტიო), შალვა შავგულიძე (ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის")

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი (თუ ის სიტყვით არ გამოდის) ვალდებულია ატაროს პირბადე. წესის დარღვევისთვის მოქალაქე 20 ლარით ჯარიმდება, საჯარო დაწესებულება კი 500 ლარით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG