Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა კიდევ ერთი წლით გააგრძელა ბელარუსის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბელარუსის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების კიდევ ერთი წლით გაგრძელების განკარგულებას.

თეთრი სახლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სანქციების გაგრძელების მიზეზებია ბელარუსის მთავრობის ცალკეული წევრების და სხვა პირების ქმედებები და პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ბელარუსში დემოკრატიული პროცესების და ინსტიტუტების ხელყოფისკენ. ასევე, ადამიანის უფლებების დარღვევა, პოლიტიკური რეპრესიები, კორუფცია და სახელმწიფო აქტივების და უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება.

დოკუმენტის მიხედვით, ბელარუსის მთავრობის ცალკეული წევრების და სხვა პირების ქმედებები კვლავაც საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკას. შესაბამისად, აშშ-ის მიერ ბელარუსის წინააღმდეგ 2006 წლის 16 ივნისს ამოქმედებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი წლით გაგრძელდება.

ბელარუსის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტ ლუკაშენკას ფინანსური და სავიზო სანქციები ჯერ კიდევ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ დაუწესა 2006 წელს ჩატარებული არადემოკრატიული არჩევნების გამო. 2010 წლის არჩევნების შემდეგ, ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური რეპრესიების გამო, აშშ-მა სანქციების ნუსხაში შეტანილი პირების რაოდენობა გაზარდა. გარდა ამისა, აშშ-ის მოქალაქეებს აეკრძალა ბელარუსის სახელმწიფო საწარმოებთან საქმიანი კონტაქტები.

ბელარუსის ხელისუფლებამ ოპოზიციის წინააღმდეგ სასტიკი რეპრესიები გააგრძელა 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც. აშშ ლუკაშენკას რეჟიმისგან მოითხოვს რეპრესიების შეწყვეტას და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG