Accessibility links

site logo site logo

პუტინთან პირისპირ შეხვედრამდე, ბაიდენი თავის პირველ მოგზაურობას იწყებს


აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, 9 ივნისს, საღამოს, ინგლისში ჩასვლით იწყებს თავის პირველ მოგზაურობას როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მცდელობით - მოახდინოს ვაშინგტონის მიერ ურთიერთობების აღდგენის დემონსტრირება თავის ევროპელ მოკავშირეებთან და აჩვენოს თავისი ადმინისტრაციის ერთგულება ტრანსატლანტიკური ალიანსების მიმართ.

მას შემდეგ, რაც საღამოს სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე, მილდენჰოლში, დაეშვა, რათა მისალმებოდა შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების პერსონალს, რომელიც იქ არის განთავსებული, ბაიდენი ქალაქ კორნუოლში ღამეს გაატარებს და მოემზადება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან, შესახვედრად 10 ივნისს, შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების კვლავ დადასტურების მიზნით.

შეხვედრა გადატვირთული დღის წესრიგით იწყება ბაიდენისთვის, რომლის ვიზიტი 16 ივნისს ჟენევაში, შვეიცარიაში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრით დასრულდება, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე.

ბაიდენის ჯონსონთან შეხვედრა ეწყობა მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების სფეროში, ჯეიკ სალივანმა, განაცხადა, რომ ორ ლიდერს შორის შედგა "თბილი" სატელეფონო საუბრები, რომლებიც "ძალიან საქმიანი" იყო.

"არსებობს საკითხთა ფართო სპექტრი, რომლებზეც შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს ერთნაირი ხედვა აქვთ, თქვა სალივანმა 7 ივნისს, ბრიფინგზე, თეთრ სახლში.

ისინი თანამშრომლობენ ერთობლივ გეგმაზე, რომელიც ხელს შეუწყობს კორონავირუსის პანდემიის დასრულებას, კლიმატის ცვლილების პრობლემებზე, და დიდი შვიდეულის სამიტის - რომელიც 11 ივნისს გაიხსნება კორნუელში - დღის წესრიგში არსებულ თითქმის ყველა საკითხზე, - განაცხადა სალივანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG