Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სასამართლომ გააუქმა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ იანუკოვიჩზე 2019 წლის გადაწყვეტილება - სანქციები ძალაში რჩება


უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი. 2014 წელი
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი. 2014 წელი

ევროპის კავშირის საერთო სასამართლომ გააუქმა ბლოკის 2019 წლის გადაწყვეტილება აქტივების გაყინვის გახანგრძლივების შესახებ, რომელიც უკრაინის ყოფილ პრეზიდენტზე, ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი ვაჟის, ოლექსანდერის მიმართ იყო დაწესებული, უკრაინის სახელმწიფო ფონდებისა და აქტივების სავარაუდო გაფლანგვის გამო.

ლუქსემბურგში დაფუძნებულმა სასამართლომ 9 ივნისს დაადგინა, რომ ევროპის საბჭომ "ვერ შეძლო მოეხდინა იმის დემონსტრირება, რომ უკრაინის ხელისუფლების მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის პროცესში დაცვის უფლებები და ეფექტიანი სასამართლო დაცვის უფლება განხორციელებული იყო“.

სასამართლოს დადგენილების მიუხედავად, ბლოკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იანუკოვიჩი და მისი ვაჟი "კვლავაც რჩებიან ევროპის კავშირის შემზღუდველი ზომების ქვეშ, რომლებიც ემყარება 2021 წელს მიღებულ იურიდიულ აქტებს და შესწორებულ დებულებას იმ მიზეზებისა, რომლებიც არ წარმოადგენენ 2019 წელს ინიცირებული საჩივრების ნაწილს“.

ბრიუსელმა ეს ზომები შეიმუშავა უკრაინის, კრემლის მომხრე, ყოფილი პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების და ახლობელი პოლიტიკური მოკავშირეების წინააღმდეგ, მალევე, მისი მთავრობის დაცემის შემდეგ, 2014 წლის თებერვლის ბოლოს.

ჩამოთვლილ პირთაგან ზოგიერთმა გაასაჩივრა და ზოგჯერ მოიგო კიდეც სასამართლო საქმეები ამ ზომის წინააღმდეგ.

საბჭო ყოველწლიურად განაახლებს თავის დანიშნულებებს ვიქტორ და ოლექსანდრ იანუკოვიჩების წინააღმდეგ.

იანუკოვიჩებმა გაასაჩივრეს ეს ზომები ევროპის კავშირის სასამართლოებში, რომელთაც გააუქმეს გადაწყვეტილებები 2014, 2016, 2017 და 2018 წლებში. 2019 წლის მარტში, შემზღუდველი ზომები იანუკოვიჩების წინააღმდეგ კვლავ გაახანგრძლივეს ერთი წლით.

ევროპის საერთო სასამართლოს 9 ივნისის დადგენილება ამ კონკრეტული გადაწყვეტილების კანონიერებას შეეხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG