Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ვიზიტს იწყებს ლიეტუვის პრეზიდენტი


დღეს, 10 ივნისს საქართველოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს იწყებს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა. ის შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, კათოლიკოს-პატრიარქს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. პრეზიდენტი ნაუსედა ადგილზე გაეცნობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან შექმნილ ვითარებას.

ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას თანახმად, პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა ქვეყნის ევროატლანტიკური გზის, დემოკრატიული კონსოლიდაციის და რეფორმების მხარდასაჭერად. ელჩის ინფორმაციით, ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს მთავარი პოლიტიკური ძალების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 11 ივნისს შეხვდება.

პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატოს სამიტის წინ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მჭიდრო კოორდინაციით მოქმედებენ და მათ შორის, საერთო პოზიცია აქვთ ნატოს ასპირანტი პარტნიორების, უკრაინის და საქართველოს უფრო ძლიერი მხარდაჭერის საკითხში.

ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტი 14 ივნისს, ბრიუსელში გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG