Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TI: საქართველოში 26 კომპანიას ბიძინა ივანიშვილის ოფშორში რეგისტრირებული ფირმები ფლობენ


არასამთავრობო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული 10 ოფშორული კომპანია, რომლებიც თავის მხრივ საქართველოში ფლობს 26 კომპანიას.

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საქართველოს სამეწარმეო რეესტრში 3,200-მდე კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა მთლიანი ან გარკვეული წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა.

TI-ს 2018 წლის კვლევის მიხედვით, მმართველი პარტიის დამფუძნებელთან და ყოფილი პრემიერთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული იყო ოფშორში რეგისტრირებული 9 კომპანია. მას შემდეგ კომპანიების ჩამონათვალი გაიზარდა.

ბიძინა ივანიშვილის ოფშორული კომპანიები
please wait

No media source currently available

0:00 0:03:11 0:00

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანიებია:

  • „Finseck Limited“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 4 კომპანიას: შპს „ექსპრეს-სერვისი“, შპს „ლიზინგი ოცდამეერთე“, შპს „თხილის განაშენიანების და გადამუშავების კომპანია“, შპს „კომპლექს-სერვისი“;
  • „Vanity Overseas“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს „მადა“, შპს „აკვა ცენტრი“;
  • „Gilmar Holding“ (ბელიზი), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს „ჰოლდინგი ოცდამეერთე“, შპს „ქართული ჰოლდინგი“;
  • „Krista Investments Limited“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 1 კომპანიას: შპს „სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი აგრო ქართუ“;
  • „Ringold Finance Limited“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს „ჰორიზონტი“, შპს „ახალი სერვისი“;
  • „Limestone Finance International SA“ (პანამა), რომელიც საქართველოში ფლობს 7 კომპანიას: შპს „ახალი კაპიტალი“, შპს „სანაპიროს ხედი“, შპს „ქართუ კონსალტინგი“, შპს „აბასთუმანი 2019“, შპს „ჯეოფერტ“, შპს „ბლექ სი არენა“, შპს „ინვესტ კაპიტალი“;
  • „Fresno Management Limited“ (ბელიზი), რომელიც საქართველოში ფლობს 3 კომპანიას: შპს „ინტერ კონსალტინგ+“, შპს „ქართუ მენეჯმენტი“, შპს „ქართუ მშენებელი“;
  • „Vasilia Enterpreises“ (ბელიზი), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს „ფინსერვისი-XXI“, შპს „ფინ-სერვისი“;
  • „Tarpan Management Limited“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს „ინტერ-სერვისი“, შპს „მენეჯმენტ სერვისი“;
  • „Frankston International“ (პანამა), რომელიც საქართველოში ფლობს 1 კომპანიას: შპს „ჯი სი ეფ ჰოლდინგს ჯორჯია“ (თანაინვესტირების ფონდი).

საგულისხმოა, რომ კვლევის მიხედვით, 2011-2020 წლებში საქართველოში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან 5,2 მლრდ აშშ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი უცხოურ ინვესტიციების 38%-ია.

ოფშორულ ზონებში რეგისტრირებულ კომპანიებზე საუბრისას TI-ს გამოყოფს, ამ კომპანიების მონაწილეობას პრივატიზაციის სქემაში და კორუფციული გარიგების რისკებს.

შესწავლის შედეგად გამოვლინდა 6 ოფშორული კომპანია, რომლებსაც 2012-2020 წლებში პირდაპირი პრივატიზაციის წესით გადაეცა სახელმწიფო ქონება და 15 ოფშორული კომპანია, რომლებმაც აუქციონის გზით მიიღეს სახელმწიფო ქონება. სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონების გამოკლებით, აღნიშნულ კომპანიებს 77 მლნ ლარამდე ღირებულების ქონება გადაეცათ.

საქართველოში ოფშორული კომპანიები ძირითადად საქართველოში რეგისტრირებული შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქმიანობენ.

  • თბილისი ენერჯის;
  • შპს „ვიონი საქართველო“
  • ბილაინს;
  • აიდიეს ბორჯომს;
  • ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას;
  • რუსთავის ფოლადს;
  • შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი“
  • სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს;
  • შპს „გუდაური სქი რესორტ“
  • ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს;
  • რუსთავის ავტობაზრობას;
  • ფოთის მარცვლეულის ტერმინალს;
  • სუფთა სახლს და სხვა 100-ზე მე მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დასკვნით, საქართველოში მაღალია ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების საქმიანობით გამოწვეული კორუფციული რისკები.

"საქართველოში ოფშორებიდან მომავალი რისკები განსაკუთრებით მწვავედ დგას, რადგან დღეს ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ე.წ. „ელიტური კორუფციაა”, ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების ანონიმური მფლობელობა კი „ელიტური კორუფციის“ ხელშემწყობი ფაქტორია. ევროპარლამენტის 2018 წლის 14 ნოემბრის რეზოლუციაში], რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულებას შეეხება, აღნიშნულია, რომ მაღალი დონის „ელიტური კორუფცია“ სერიოზულ საკითხად რჩება. ევროპარლამენტის 2020 წლის 16 სექტემბრის რეზოლუციაშიც არის აღნიშნული, რომ საქართველო უნდა ებრძოლოს კორუფციას და სახელმწიფოს მიტაცებას. მსოფლიო ბანკის განმარტებით, სახელმწიფოს მიტაცება არის სისტემური პოლიტიკური კორუფციის სახეობა, როდესაც პირადი სარგებლის მიზნით, პიროვნების კერძო ინტერესს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე“, - ნათქვამია კვლევაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG