Accessibility links

site logo site logo

"ქართული ოცნების" დეპუტატი პარლამენტში ფსიქოლოგისა და ფსიქიტიატრის შტატის დამატებას ითხოვს


საქართველოს პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან", ირმა ზავრადაშვილი პარლამენტში ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის შტატის დამატებას ითხოვს. ამ საკითხზე მან პარტიების დაფინანსების კანონპროექტზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე არაადეკვატური აღქმები არსებობს.

"როგორც ჩანს, ადმინისტრაციასთან მექნება თხოვნა, სიტუაცია ისე მიდის, რომ შტატის დამატებაზე იქნება ინიციატივა გასაკეთებელია, აშკარად გვჭირდება ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც პარლამენტში", - თქვა ზავრადაშვილმა.

ეს ერთადერთი თხოვნა არ ყოფილა, რომელიც მან სხდომათა დარბაზიდან გააჟღერა. მან კოლეგებს სთხოვა საკითხზე სამართლებრივი ტერმინების გარეშე, რიგითი ადამიანებისთვის გასაგებად ესაუბრათ, რადგან სხდომას ისინიც ადევნებდნენ თვალს.

​საქართველოს პარლამენტში პარტიების დაფინანსების საკითხი განიხილება. ოპოზიცია ამას ხელისუფლების მხრიდან დასჯად აღიქვამს, ხელისუფლება კი ამბობს, რომ ეს სამართლიანია. უმრავლესობის კანონპროექტის მიხედვით, დაფინანსებას ვერ მიიღებს ის პარტია, რომელის არჩეული დეპუტატების ნახევარზე მეტი უარს იტყვის საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებაზე. ამ კანონის მიღება მმართველმა პარტიამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო და უარს ამბობდა არჩევნების გაყალბების მოტივით საპარლამენტო საქმიანობის დაწყებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG