Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის დღის აღნიშვნას გეგმავენ


რუსეთის დღეს, როგორც ე.წ სახელმწიფო დღესასწაულს აღნიშნავენ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. ოსური მედიის ცნობით, წელს ეს დღე შაბათს ემთხვევა, ამიტომ დასვენების დღედ ორშაბათი გამოაცხადეს. რუსეთის დღის აღნიშვნა კი 12 იდან 14 ივნისამდე გაგრძელდება და ამ დღეებში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები კი განსაკუთრებულ რეჟიმზე არიან გადაყვანილი.

ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მერაბ ფუხაევის თქმით, მილიციელები გააკონტროლებენ ცენტრალური ქუჩების უსაფრთხოებას, გარდა ამისა ომონის საინჟინრო-ტექნიკური ჯგუფი შეამოწმებს ყველა ახლომდებარე შენობა ნაგებობებს. გამნაღმველები გამოიყენებენ ასევე მეტალოდეტექტორებს, რათა უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცული იყოს. რუსეთის დღე 12 ივნისს აღინიშნება, 1990 წლის 12 ივნისს რუსეთში მიიღეს სახელმწიფო სუვერენიტეტის დეკლარაცია. 1991 წლის მაისში რუსეთის უმაღლესმა საბჭომ 12 ივნისი არასამუშაო დღედ გამოაცხადა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ეს დღე სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადდა. რუსეთის მსგავსად ამ დღეს ოკუპირებულ ცხინვალშიც, საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG