Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა და ნონა მამულაშვილი აშშ-ში გაემგზავრნენ


"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია და ამავე პარტიის წევრები თინა ბოკუჩავა და ნონა მამულაშვილი აშშ-ში საქმიანი ვიზიტების გასამართად გაემგზავრნენ. შეხვედრებთან დაკავშირებით ნიკა მელია ჟურნალისტებს აეროპორტში ესაუბრა.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება ვაშინგტონში იქნება ეს კონგრესი, სენატი თუ სახელმწიფო დეპარტამენტი. ამის გარდა იქნება შეხვედრები ყველა იმ ადამიანთან თუ ორგანიზაციასთან, რომელიც გადაწყვეტილებას იღებენ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში... უკანასკნელი დროის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობას მსგავსი შეხვედრები არ ჰქონია... მინდა მათ იცოდნენ ჩვენი ხედვების შესახებ...

ვარ ძალიან მაღალი მოლოდინით. ვფიქრობ, 10-დღიანი საკმაოდ დატვირთული ვიზიტი ვაშინგტონში უკვალოდ არ ჩაივლის, ეს კვალი უახლოეს მომავალში დაეტყობა ჩვენი ქვეყნის უკეთეს განვითარებას. კარს მომდგარ არჩევნებზეც იქნება, რა თქმა უნდა, საუბარი. მნიშვნელოვანია ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, როგორც არასდროს იმდენად მაღალი ხარისხის ყურადღება მიაპყროს ოქტომბრის არჩევნებს", - განაცხადა მელია.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" საპარლამენტო საქმიანობა გასულ კვირას, 8 ივნისს დაიწყო. მანამდე პარტია ბოიკოტის რეჟიმში იყო. ეს ნიკა მელიას, როგორც პარტიის თავმჯდომარის, პირველი საქმიანი ვიზიტია აშშ-ში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG