Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის რაგბის კლუბი "აია" საქართველოს ჩემპიონი გახდა


ქუთაისის რაგბის კლუბი "აია" საქართველოს ჩემპიონი გახდა. ქუთაისელებმა დიდი 10-ის ფინალში "ბათუმი" დაამარცხეს. თამაში ანგარიშით 16:13 დასრულდა. შეხვედრა "აია არენაზე" ჩატარდა.

"აიამ" ჩემპიონის ტიტული ბოლოს 1995 წელს მოიპოვა. დღევანდელი ჩემპიონის ტიტული კლუბისთვის მეოთხეა.

სულ "აიამ" დამოუკიდებლობის პერიოდში 3-ჯერ მოიპოვა ოქროს (1990, 1991, 1995) მედლები, 4-ჯერ ვერცხლი (1992, 1997, 2011, 2018) და 3-ჯერ ბრინჯაო (1993, 1994, 2013).

ბოლოს ქუთაისელებმა გადამწყვეტ მატჩში 3 წლის წინ ითამაშეს, "ავჭალაზე" "ლოკომოტივთან" 10:29 დამარცხდნენ და ვერცხლის მედალი აიღეს.

XS
SM
MD
LG